მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 Copa do Mundo de Futebol FIFA Brasil 2014 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ჩატარების ადგილი | ბრაზილია |
მასპინძელი ქალაქები | 12 |
სტადიონები | 12 |
ტურნირის ვადები | 13 ივნისი - 13 ივლისი |
მონაწილეთა რაოდენობა | 32 |
საპრიზო ადგილები | |
ტურნირის სტატისტიკა |
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 — ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშება, რომელიცბრაზილიაში ჩატარდება. ბრაზილია მასპინძლად 2007 წლის 30 ოქტომბერს დასახელდა. ის ერთადერთი ქვეყანა იყო კანდიდანტად დასახელებული.
ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ გაიმართება; ქვეყანამ პირველად მასპინძლობა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გაუწია. 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იქნება არგენტინა 1978-ის შემდეგ. ტურნირს უმასპინძლებენ ქალაქები: მანუსი, კუიაბა, ბრაზილია, ფორტალეზა, ნატალი, რესიფე, სალვადორი, ბელუ ორიზონტე, რიო დე ჟანეირო, კურიტიბა, პორტუ ალეგრე და სან პაულუ.
სექციების სია
[დამალვა]მასპინძლობის კანდიდატები[რედაქტირება]
2003 წლის 7 მარტს, ფიფა-მ განაცხადა რომ 2016 წლის მუნდიალს სამხრეთ ამერიკის კონტინენტი უმასპინძლებდა. იმავე წლის 3 ივნისს, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, CONMEBOL-მა, განაცხადა რომ მასპინძლობის სურვილი არგენტინას, ბრაზილიასა და კოლუმბიას ჰქონდათ.[1]
ოფიციალურად, ბრაზილიამ და კოლუმბიამ თავიანთი კანდიდატურა 2006 წლის დეკემბერში წამოაყენეს; არგენტინას თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია. 2007 წლის 11 აპრილს კოლუმბიამ უარი თქვა კანდიდატურაზე, რის შემდეგაც ბრაზილია ერთადერთი შესაძლო მასპინძელი დარჩა.[2]
საკვალიფიკაციო ეტაპი[რედაქტირება]
საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2011 წლის 30 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, გაიმართა. საკვალიფიკაციო პროცესი ევროპაში 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ხოლო სხვა კონტინენტებზე 2011 წელსვე. როგორც მასპინძელმა, ბრაზილიამ ავტომატურად მიიღო ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო დანარჩენ 31 მონაწილეს საკვალიფიკაციო ეტაპი გამოავლენს:
- უეფა (ევროპა): გამოყოფილია 13 ადგილი
- CAF (აფრიკა): გამოყოფილია 5 ადგილი
- AFC (აზია): გამოყოფილია 4 ან 5 ადგილი
- OFC (ოკეანეთი): გამოყოფილია 0 ან 1 ადგილი
- CONMEBOL (სამხრეთი ამერიკა): გამოყოფილია 4 ან 5 ადგილი (ბრაზილიის გამოკლებით)
- CONCACAF (ჩრდილოეთი ამერიკა): გამოყოფილია 3 ან 4 ადგილი
სტადიონები[რედაქტირება]
რიო-დე-ჟანეირო | ბრაზილია | სან-პაულუ | ფორტალეზა |
---|---|---|---|
მარაკანა | Estádio Nacional de Brasília (Mané Garrincha) | Arena Corinthians | Estádio Plácido Aderaldo Castelo (Castelão) |
ტევადობა: 76,935[4] (განახლდა) | ტევადობა: 70,042[5] (ახალი) | ტევადობა: 68,000 (ახალი)[6] | ტევადობა: 64,846[7] (განახლდა) |
ბელუ-ორიზონტი | პორტუ-ალეგრი | ||
Estádio Governador Magalhães Pinto (Mineirão) | Estádio José Pinheiro Borda (Beira-Rio) | ||
ტევადობა: 62,547 (განახლდა) | ტევადობა: 51,300[8] (განახლდა) | ||
სალვადორი | რესიფი | ||
Arena Fonte Nova | Arena Pernambuco | ||
ტევადობა: 56,000[9] (განახლდა) | ტევადობა: 46,154 (ახალი) | ||
კუიაბა | მანაუსი | ნატალი | კურიტიბა |
Estádio Governador José Fragelli (Arena Pantanal) | Vivaldo Lima (Arena Amazônia) | João Cláudio de Vasconcelos Machado (Arena das Dunas) | Estádio Joaquim Américo Guimarães (Arena da Baixada) |
ტევადობა: 42,968 (ახალი) | ტევადობა: 42,374 (ახალი) | ტევადობა: 42,086 (ახალი) | ტევადობა: 43,981[10] (განახლდა) |
Nenhum comentário:
Postar um comentário